დოესი-ქვახვრელის მონაკვეთზე ავარია მოხდა.
როგორც “მოზაიკას” უთხრეს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არიან დაშავებულები.
“სერიოზული ავარიაა. სავარაუდოდ, ქორწილის ხალხი იყო. შეიძლება გარდაცვლილიც არის“, – უთხრეს “მოზაიკას”.
დაზუსტებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქტი ავტომობილი შეეჯახა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით ოფიციალურად არ დასტურდება.
ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტი “მოზაიკას” შინაგან საქმეთა სამინისტროშიც დაუსდატურეს, თუმცა დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
დატოვეთ კომენტარი