ახალი ამბები

“სცენაზეა ბიძინა ივანიშვილი, ხალხი კი მიდის”

“აქ ხალხი მოიყანეს იძულებით”, – ასე აფასებს ბიძინა ივანიშვილის გამოსვლისას შეკრებილი მოქალაქეების დაშლას პარტიის “ახალი” წევრი ლექსო ვალიაური. 

მისი თქმით, დღეს ბიძინა ივანიშვილის დასახვედრად ადამიანები სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან იძულებით ჩამოიყვანეს. 

სცენაზეა ამ ქვეყნის მოღალატე ბიძინა ივანიშვილი და ვხედავთ, რომ ადამიანები მიდიან. ესეც ადასტურებს იმას, რომ ამ საზოგადოების 90% აქ იძულებით მოიყვანეს. ისინი მუშაობენ მერიებში, სკოლებში, ბაღებში, ა(ა)იპ-ებში და ამიტომ, იძულებულები არიან, რომ ამ შეხვედრას დაესწრნონ, მაგრამ აქ ჩამოსვლის მიუხედავად, ეს ხალხი “ქართულ ოცნებას” ხმას არ მისცემს“, – განაცხადა ვალიაურმა. 

გორის ციხის მიმდებარედ შეკრებილ მოქალაქეებს ბიძინა ივანიშვილმა დღესაც ტყვიაგაუმტარი შუშის მიღმა მოწყობილი ტრიბუნიდან მიმართა. მისი გამოსვლის დროს, მოქალაქეების ნაწილი ტერიტორიას უკვე ტოვებდა.

აღსანიშნავია, რომ დღევანდელი შეხვედრისთვის “ქართულმა ოცნებამ” მხარდამჭერები შიდა ქართლის ოთხივე მუნიციპალიტეტიდან მოაბილიზა. მოქალაქეების ნაწილი ივანიშვილის დასახვედრად ადგილზე ორი საათით ადრე მიიყვანეს. 

დატოვეთ კომენტარი