საპარლამენტო სიაში არ ვიქნები, – უთხრა “მოზაიკას” ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა გულიაშვილმა.
ის წინასაარჩევნოდ ქარელის მუნიციპალიტეტში “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობს და მოსახლეობას ხვდება.
“მე ჩემი მოვალეობები და ჩემი საქმე მაქვს, აქედან ვემსახურები ჩემ ქვეყანას და მოსახლეობას. საპარლამენტო სიაში არ ვიქნები”.
ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ქარელის მერს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა სურდა, თუმცა ამ ინფორმაციას თავად გულიაშვილი არ ადასტურებს. ის თვითმმართველობის არჩევნებში კიდევ ერთხელ მონაწილეობის შესაძლებლობაზე საუბრისგანაც თავს იკავებს.
“ვიქნები თუ არა თვითმართველობის არჩევნების დროს მერობის კანდიდატი, ეს გადაწყდება ცენტრალურ ხელისუფლებასთან კონსულტაციით, თუ ჩემი სურვილიც იქნება კიდევ. ვნახოთ მომავალი გვიჩვენებს“, – აღნიშნა გულიაშვილმა.
ინფორმაციისთვის, ზაზა გულიაშვილი ქარელის სათავეში 2013 წლიდან არის. ის ჯერ გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი, შემდეგ გამგებელი, მოგვიანებით კი მუნიციპალიტეტის მერი გახდა.