ახალი ამბები

ქარელის 36 სკოლიდან ავტორიზაცია 8 სკოლამ გაიარა

ქარელის მუნიციპალიტეტის 36 სკოლიდან ავტორიზაცია 8 სკოლამ გაიარა, – ამის შესახებ “მოზაიკას” ქარელის რესურსცენტრის უფროსმა მარიკა საზანდრიშვილმა უთხრა. 

მის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ავტორიზაცია გაიარა:

  • კეხიჯვრის საჯარო სკოლამ;
  • საღოლაშენის საჯარო სკოლამ;
  • ატოცის საჯარო სკოლამ;
  • ბრეთის მეურნეობის საჯარო სკოლამ;
  • ბებნისის საჯარო სკოლამ;
  • ურბნისი საჯარო სკოლამ;
  • ახალსოფელის საჯარო სკოლამ;
  • ქვემო ხვედურეთის საჯარო სკოლამ.

სკოლების ავტორიზაციის პროცესი 2029 წლამდე გაგრძელდება.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები