ხაშურის მუნიციპალიტეტის 32 საჯარო სკოლიდან ავტორიზაცია 9 სკოლამ გაიარა, – გვითხრა ხაშურის რესურსცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა.
“ავტორიზაციის პროცესი საკმაოდ შრომატევადი პროცედურაა. იმ სკოლებში, სადაც ინფრასტრუქტურა ხელს არ გვიწყობს, ავტორიზაციის პროცესი არ დაგვიწყია, რადგან მთავარი კრიტერიუმი სკოლის ავტორიზაციის საკითხში გამართული ინფრასტრუქტურული მდგომარეობაა. აქედან გამომდინარე, 2023 წელს ავტორიზაცია 8 საჯარო სკოლამ გაიარა, ხოლო 2024 წელს – ერთმა“, – გვითხრა მანანა აბაზაძემ.
აბაზაძის ცნობით, ავტორიზაცია გაიარეს:
- ხაშურის #3 საჯარო სკოლამ;
- ხაშურის #7 საჯარო სკოლამ;
- ხაშურის #9 საჯარო სკოლამ;
- ხაშური #1 საჯარო სკოლამ;
- ფლევის საჯარო სკოლამ;
- ქინძათის საჯარო სკოლამ;
- ქემფერის საჯარო სკოლამ;
- სატივეს საჯარო სკოლამ;
- ტკოცის საჯარო სკოლამ.
საჯარო სკოლების ავტორიზაციის პროცესი 2029 წლამდე გაგრძელდება.
დატოვეთ კომენტარი