გორის მუნიციპალიტეტის 72 სკოლიდან ავტორიზაცია 19-მა სკოლამ გაიარა, – უთხრა “მოზაიკას” გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა.
მისივე თქმით, სკოლების ნაწილი ავტორიზაციის პროცესს ახლა გადის. მათგან ერთ-ერთი სკოლა “თამარიონია”.
“სკოლა “თამარიონი” ამჟამად ახალ მოსამზადებელ ეტაპს გადის ავტორიზაციის გასავლელად. ამ სკოლის 77 მოსწავლე გორის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა საჯარო სკოლებში იქნა გადანაწილებული. მშობლების სურვილის შესაბამისად, ზოგი კერძო სკოლაშიც დარეგისტრირდა .ბავშვები რომ სკოლის გარეშე არ დარჩენილიყვნენ, ასე გადვწყვიტეთ“, – გვითხრა გია ბერძნიშვილმა.
სკოლების ავტორიზაციის პროცესი 2029 წლამდე გაგრძელდება.
დატოვეთ კომენტარი