ახალი ამბები

რუისში ავარიის შედეგად მოპედის მძღოლი დაშავდა – მამაკაცი კლინიკაში რჩება

რუისთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ახალგაზრდა მამაკაცი მძიმედ დაშავდა.

როგორც “მოზაიკას” უთხრეს, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მოპედი შეეჯახა. მოპედის მძღოლი ამ დრომდე “გორმედის” კლინიკაში რჩება. 

მოპედის მძღოლი 32 წლამდე მამაკაცია, რომელიც მძიმედ დაშავდა, თავის არეში აქვს დაზიანებები მიღებული. შემთხვევის ადგილიდან ის “გორმედში” გადაიყვანეს.  ამ დრომდე, კლინიკაში გადის მკურნალობის კურსს. როგორც ვიცი, მოპედი შეეჯახა ავტობომილს“, – უთხრეს “მოზაიკას”. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მართვას, რასაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ავტოსაგზაო შემთხვევა რუისში 2 დღის წინ მოხდა.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი