ხელოვნების სახლი/ ART HOUSE გეგმავს VIDEO MAPPING FESTIVAL-ს. ფესტივალში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადი 7 სექტემბრის ჩათვლით შეავსეს.
ფესტივალში მონაწილეობისთვის აუცილებელი პირობა იყო, ისეთი პროგრამებიდან ერთ-ერთის მინიმალური ცოდნა, როგორიცაა Effects, blender, Touch Designer, HeavyM, Resolve Arena ან Mad Mapper”.
“შერჩეული მონაწილეები ჩაერთვებიან 3-დღიან რეზიდენციაში (9-10 სექტემბერი), რომელშიც გამოცდილ მენტორთან ერთად შეისწავლიან პროგრამებს და შექმნიან ნამუშევრებს. “ვორქშოფების” შემდეგ გაიმართება საფესტივალო ჩვენება, სადაც არტისტები ღია ცის ქვეშ წარადგენენ საკუთარ ნამუშევრებს“, – ამბობენ ფესტივალის ორგანიზატორები.
შერჩეული მონაწილეებისთვის რეზიდენციის და ფესტივალის მიმდინარეობისას უზრუნველყოფილი იქნება აუცილებელი Software, ტრანპორტირება, განთავსება და კვება.
“ვიდეო მეფინგ ფესტივალი” ხორციელდება პროექტის „შემოქმედებითი კომპასი“ საგრანტო კომპონენტის “შემოქმედებითი კავშირები” ფარგლებში, რომელიც საქართველოს რეგიონების შემოქმედებით სექტორში ახალი შესაძლებლობების გაჩენას, ცოდნის გაცვლასა და თანამშრომლობითი კავშირების გაღრმავებას უწყობს ხელს.
პროექტი „შემოქმედებითი კომპასი“ დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის თანადაფინანსებით ხორციელდება.