“გორის მუნიციპალიტეტს ახალი ნაგავმზიდი მოემსახურება”, – ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
უწყება მუნიციპალიტეტის მოსახლოებას ჰპირდება, რომ ნაგავმზიდი ყველა სეზონსა და კლიმატურ პირობებში უწყვეტად იმუშავებს. მერიის ცნობითვე, აღნიშნული მანქანის შეძენა მთავრობის გადაწყვეტილებით მოხდა.
“სატრანსპორტო საშუალება ყველა თანამედროვე ტექნიკურ მოთხოვნას აკმაყოფილებს და სხვადასხვა წარმადობისა და რელიეფისთვისაა განკუთვნილი. მას ყველა სეზონსა და კლიმატურ პირობებში შეუძლია ოპერირება. ტექნიკური საშუალებები შეძენა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით განხორციელდა. ნაგავმზიდები გორის მსგავსად სხვა მუნიციპალიტეტებსაც გადაეცათ”, – ვკითხულობთ განცხადებაში.
როგორც ირკვევა, გორის მუნიციპალიტეტის მერიამ კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით ერთი ნაგავმზიდი მანქანა შეიძინა შპს “ჯი თი გრუპისგან”, რისთვისაც მასთან 500 390 ლარი ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა.
ნაგავმზიდი მერიამ გასულ წელს შეიძინა, თუმცა ხელშეკრულების პირობების თანახმად, კომპანიამ ახლა მიაწოდა.
შეგახნებთ, რომ 2 ახალი ნაგავმზიდი შეიძინა ასევე ქარელის მერიამაც.
ამავე თემაზე: ქარელის მერიამ ორი ნაგავმზიდი 1 მლნ ლარად იყიდა