“ძლიერი საქართველოს” წევრზე თავდასხმაში პირი იდენტიფირებულია, – როგორც ცნობილია, ფლაერების დარიგების დროს, ქარელში ოპოზიციის წარმომადგენლებს, “ქართული ოცნების” წევრი, კერძოდ კი, ერთ-ერთ ა(ა)იპ-ში დასაქმებული პირი, ვახო მღებრიშვილი დაესხა თავს.
“ქართული ოცნების” მოძალადე ტიტუშკა არის იდენტიფიცირებული. ვახტანგ მღებრიშვილი, როგორც ჩვენთვის ცნობილია, ის ადრეც ყოფილა ოპონენტებზე თავსახმაში ჩართული. ის დასაქმებულია ამ საქმისთვის. ეს არის ხელისუფლება, რომელსაც არ გააჩნია ხედვა, არ გააჩნია ხალხის მხარდაჭერა და შესაბამისად, რაც მას შეუძლია, ასეთი ტიტუშკების გამოგზავნაა, რომ ახალგაზრდა, პატრიოტ ადამიანებზე ხელი აიღონ და თავს დაესხან. ჩვენ უკვე მივეცით ჩვენება პოლიციას, ამ საქმეს მივყვებით ბოლომდე. ამას ექნება შესაბამისი პოლიტიკური ფასი “ქართული ოცნებისთვის”, – განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ.
ინციდენტის ადგილზე იმყოფებოდა შიდა ქართლის პოლიციის უფროსი, ვალერიან თელია, რომელმაც პარტიის წარმომადგენლებს განუცხადა, რომ ვახო მღებრიშვილს გამოკითხვაზე დაიბარებენ.