ახალი ამბები

ქარელში “ძლიერი საქართველოს” წევრებს თავს დაესხნენ 

ქარელში “ძლიერი საქართველოს” წევრებს თავს დაესხნენ. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა კოალიციის წევრები ქუჩაში ფლაერებს არიგებდნენ.

როგორც პარტიის წარმომადგენლები ამბობენ, შემთხვევა ქარელის მერის მოადგილის სახლის წინ მოხდა

“ჩვენი პარტიის წევრები მოდიოდნენ ქუჩაში, გამოვარდა მაღაზიიდან მთვრალი ადგილობრივი და დაუწყო გინება, ლანძღვა. შემდეგ მოვიდა, ჩაერია პოლიცია, გაიყვანეს და გააპარეს ადგილიდან. პოლიცია იცავდა დამნაშავეს.  ეს ადამიანი იყო, ადგილობრივი, მღებრიშვილია გვარად. ეტყობა აქტივისტია “ოცნების”. დაინახა ოპოზიციის წევრები და ამან გააღიზიანა.  შემდეგ მერის მოადგილის ცოლიც გამოვიდა და იცავდა ამ პიროვნებას, დაანებეთ თავიო”, – ამბობს ზურა ლეკიშვილი, “ლელოს” წევრი ქარელის საკრებულოში. 

ინციდენტის ადგილზე მივიდა პოლიციაც. როგორც ცნობილია, იქ იმყოფებოდა შიდა ქართლის პოლიციის უფროსი ვალერიან თელიაც. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.