გორის სპორტის სასახლეში 4 სექტემბერს საზეიმოდ გაიხსნა პრორუსი ბიზნესმენის, გიორგი კანდელაკის სახელობის ტურნირი კრივში.
ტურნირში მონაწილეობას სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული სპორტსმენები იღებენ. ღონისძიებას ორგანიზებას სპორტის განვითარების სააგენტო უწევს.
სწორედ, აღნიშნული სააგენტოს ბიუჯეტიდან დაიხარჯა ტურნირის ჩასატარებლად 32 900 ლარი.
სხვადასხვა მომსახურებების შესაძენად, სააგენტომ ინდმეწარმეებს გამარტივებული ხელშეკრულებები გაუფორმა.
- სასტუმროებში 43 სტუმრის განსათავსებლად 25 350 ლარი დაიხარჯა;
- 12 წყვილი კრივის ხელთათმანის შესაძენად – 1 440 ლარი;
- 52 ცალ თასსა და 36 ცალ მედალში – 5445 ლარი.
სააგენტომ ასევე შეიძინა 100 ლარის ღირებულების 20 აფიშა და 627 ლარის ღირებულების 996 ბოთლი სასმელი წყალი.
ინფორმაციისთვის, გიორგი კანდელაკი წარსულში წარმატებული სპორტცმენი იყო. ის იყო მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი. სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ, მან ბიზნესის სექტორში გადაინაცვლა. გარდა ამისა, ყოფილმა სპორტსმენმა გორში ტელევიზია “TV სეზონი” დააფუძნა, რომელიც “მითების დეტექტორმა” კრემლისტურ მედიად დაასახელა. სხვადასხვა კვლევებით, ტელევიზია პრორუსული და ძალადობრივი ნარატივების წყაროდ არის დასახელებელი.