ახალი ამბები

ხაშურში ტატო გრიგალაშვილის ბანერი დადგეს

ხაშურში, ბორჯომის ქუჩაზე ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილის ბანერი განათავსეს.

ტატო გრიგალაშვილმა პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

გრიგალაშვილი მსოფლიოს და ევროპის 3 გზის ჩემპიონია.

როგორც ხაშურის მერიაში გვითხრეს, აღნიშნული ბანერი მუნიციპალური საკუთრება არაა და მათთვის უცნობია ბანერი ბორჯომის ქუჩაზე ვინ განათავსა.

დატოვეთ კომენტარი