ახალი ამბები

ხაშურის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 16 სექტემბერს განახლდება

ხაშურის მუნიციპალიტეტის 18 საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი 16 სექტემბერს განახლდება.

ხაშურის საბავშვო ბაღების გაერთიანების მმართველის ინფორმაციით, სამშენებლო – სარეაბილიტაციო სამუშაოები ორ საბავშვო ბაღში  მიმდინარეობს. 

“გვაქვს ისეთი ბაღები, სადაც მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ცხრამუხის საბავშვო ბაღი, რომლის მშენებლობაც მიმდინარეობს აქტიურად. ამ ბაღის ბავშვები გადანაწილდებიან ხაშურის N8 საბავშვო ბაღში. რაც შეეხება ხაშურის მესამე საბავშვო ბაღს, იქ რეაბილიტაციის პროცესი მიმდინარეობს და მათი აღსაზრდელები გადნაწილებულები არიან ხაშური N6 და N7 ბაღებში“, – გვითხრა ლელა გელაშვილმა. 

მისივე თქმით, ახალი საბავშვო ბაღი შენდება დაბა სურამში. 

დღევანდელი მდგომარეობით, ხაშურის საბავშვო ბაღებში 1460 ბავშვია დარეგისტრირებული.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები