ახალი ამბები

“წვიმაში, თოვლში, სიცივეში ბავშვები საბავშვო ბაღში 1,5 კილომეტრზე ფეხით დაგვყავს” – თელიანში მცხოვრები მშობლების პრობლემა

“წვიმაში, თოვლში, სიცივეში ბავშვები საბავშვო ბაღში 1,5 კილომეტრზე ფეხით დაგვყავს“, – ამბობენ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ თელიანში მცხოვრები მშობლები. 

მათი თქმით, დევნილთა დასახლებაში არ არის საბავშვო ბაღი, რის გამოც შვილების ტარება მეზობელ სოფელში, გრაკალში უწევთ. 

იქამდე 1,5 კილომეტრია. ზამთარში, წვიმაში, სიცივეში ფეხით გვიწევს ბავშვების მიყვანა-მოყვნა. ხელში მყავს აყვანილი ბავშვი და ისე მივდივარ ამხელა გზაზე“, – გვითხრა ლანა ლელაშვილმა. 

მშობლები საბავშვო ბაღში ბავშვების ტრანსპორტირებისთვის მიკრო აბტობუსის გამოყოფას ითხოვენ.

ეხლა ამ ეტაპზე 9 ბავშვია, რომლებსაც ბაღი უწევთ, თუმცა იმის გამო, რომ ტრანსპორტი არ არის, ბევრს არ დაყავს. ბევრჯერ მოვითხოვეთ თუმცა ყველა ჯერზე პასუხი იყო, პატარა მანძილია და ფეხითაც ივლითო“, – გვითხრა ლელაშვილმა. 

მისი თქმით, სოფელში უკვე აღარ აქვთ იმედი, რომ ხელისუფლება ტრანსპორტს ახალ სააღმზრდელო წელს მაინც გამოუყოფთ. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები