ახალი ამბები

ქარელის მერიამ ორი ნაგავმზიდი 1 მლნ ლარად იყიდა 

ქარელის მერიამ კეთილმოწყობის სამსახურისთვის დამატებით 2 ნაგავმზიდი შეიძინა. უწყებამ აღნიშნული შესყიდვა კონსოლიდირებული ტენდერით განახორციელა, რისთვისაც საერთო ჯამში 1 მლნ ლარზე მეტს გადაიხდის. 

კომპანიას, რომელმაც ნაგავმზიდების მიწოდება უზრუნველყო, მერიამ ხელშეკრუელბა გასულ წელს გაუფორმა, ხელშეკრულების ღირებულებამ 1 000 780  ლარი შეადგინა. 

“საქართველოს რეგიონებში მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით მუნიციპალიტეტებისათვის ნაგავმზიდების სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერების საფუძველზე, ქარელის მუნიციპალიტეტისათვის შეძენილ იქნა 2 ნაგავმზიდი. ნაგავმზიდები სამსახურეობრივი მოვალეობის შესასრულებლად გადაეცემა ა(ა)იპ ,,ქარელის კეთილმოწყობის ცენტრს“.”, – აცხადებენ ქარელის მერიაში. 

ხელშეკრულების მიხედვით, ერთი ნაგავზიდის ფასი 500 390 ლარი იყო. ამ დროისთვის, ქარელის მერიას კომპანიისთვის საავანსო თანხა, 400 312 ლარი აქვს გადახდილი. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.