გორში გიორგი კანდელაკის სახელობის ტურნირი ჩატარდება, – ინფორმაცია ამის შესახებ გორის მერიამ გაავრცელა.
მერიის ცნობით, ტურნირის ორგანიზატორები არიან ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტო და გორის ავთანდილ შოშიაშვილის სახელობის კრივის სპეციალიზირებული სპორტული სკოლა.
“ქართველ სპორტსმენებთან ერთად შეჯიბრებაში მონაწილეობას იღებენ ესტონელი, ლატვიელი, მოლდოველი, უკრაინელი, ყაზახი, სომეხი, აზერბაიჯანელი და თურქი მოკრივეები”, – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მერვედფინალური, მეოთხედფინალური და ნახევარფინალური შეხვედრები 4 სექტემბერს დაიწყო და 8 სექტემბრამდე გაგრძელდება, ფინალური ორთაბრძოლები კი 9 სექტემბერს გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ ყოფილი სპორტსმენმა გორში ტელევიზია “TV სეზონი” დააფუძნა, რომელიც “მითების დეტექტორმა” კრემლისტურ მედიად დაასახელა. სხვადასხვა კვლევებით, ტელევიზია პრორუსული და ძალადობრივი ნარატივების წყაროდ არის დასახელებელი. რაც შეეხება თავად გიორგი კანდელაკს, ის ერთ-ერთია, ვინც გორში სტალინის ძეგლის დაბრუნებას ემხრობა და საბშოთა კავშირის ნეგატიურ გავლენას არ აღიარებს.