ახალი ამბები

ბეღლეთის სკოლას პირველკლასელი მოსწავლე არ ჰყავს

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეღლეთის სკოლას პირველკლასელი მოსწავლე არ ჰყავს, – უთხრა “მოზაიკას” ხაშურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა. 

მანანა აბაზაძის ცნობით, ამ სკოლაში სულ 4 მოსწავლე ირიცხება. 

“ქვიშხეთის საჯარო სკოლასთან არსებობს ორი სოფლის, ბეღლეთის და ბულბულისციხის დაწყებითი კლასის სკოლები. ბეღლეთის სკოლას წელს არ ჰყავს პირველკლასელი მოსწავლე. ამ სკოლაში სულ 4 მოსწავლე დადის, მაგრამ სოფელ სურს და ინარჩუნებენ სკოლას”. 

აბაზაძის თქმით, მუნიციპალიტეტში კიდევ რამდენიმე მცირეკონტინგენტიანი სკოლაა. 

მაგალითად, ბულბულის ციხეში ერთი პირველკლასელი გვყვავს, ხოლო სავანისუბანში 2 მოსწავლეა. ყველას ეს სკოლები ქვიშხეთის საჯარო სკოლასთან არიან შერწყმულები“, – გვითხრა მანანა აბაზაძემ.

ინფორმაციისთვის, ხაშურის მუნიციპალიტეტის 32 საჯარო სკოლაში წელს 590 პირველკლასელი დარეგისტრირდა.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი