ბლოგები

“ან ავირჩევთ ევროპულ მომავალს, ან ახალგაზრდობა დატოვებს ქვეყანას”

ავტორი: თამარ ედიშერაშვილი

ყველა მთავრობა დემოგაგობდა და მის ხელისფლებაში დარჩენასა და ქვეყნის ყოფნა- არყოფნას შორის ტოლობის ნიშანს სვამდა. მაგრამ ახლა, ხელისუფლებაში დასარჩენად მხოლოდ დემაგოგიით არ შემოიფარგლნენ და საქართველოს იზოლაციაში აქცევენ, რაც გარდაუვალად კიდევ მრავალი ათეული წელი სიბნელეში ყოფნას ნიშნავს, უფრო ზუსტად კი დაღუპვას, რადგან ისედაც დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე მდგარ ქვეყნას აუცილებლად დატოვებს ახალგაზრდობა.

სწორედ ამიტომ არცერთი ხმა არ უნდა დაიკარგოსდა  მოსახლეობამ მკაფიოდ უნდა დააფიქსიროს, რა უნდა მომავალში.

განვითარდეს ქეყანა, როგორც ეს აქამდე ხდებოდა ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების დახმარებით, თუ ჩავრჩეთ რუსული გავლენის ჭაობში და ვიქცეთ ცხინვალად, რომელიც წინა საუკუნეში გაიყინა.

აბა ომი გინდათ? გადაურჩნენ ოსი ახალგაზრდები ომს? არა! რამდენჯერაც საზარბაზნე ხორცი დასჭირდება ოკუპანტს, იმდენჯერ სწორედ მორჩილებაში მყოფი ტერიტორიებიდან მიერეკება გენოფონდს.

სარწმუნოებას დავკარგავთ? რუსეთზე დიდი ზიანი რომელმა დამპყრობელმა მიაყენა ჩვენს ეკლესიას?

ოჯახურ სიწმინდეს ემუქრება საფრთხე? რანაირად, ოჯახის წევრებს ხომ სწორედ ევროპაში და ამერიკაში აგზავნით თავის გადასარჩენად?!

როგორც შვილებს ვარიგებთ ხოლმე, რომ სამეგობროდ განათლებული და შემდგარი ადამიანები აირჩიონ და არა – უზრდელები და შარისთავები, ასევე სჭირდება სახელმწიფოს ძლიერი მეგობრები, რომელთა შემოკრებას დამოუკიდებლობის დღიდან უამრავი შრომა დასჭირდა.

ნუ მოუსპობთ შვილებს მომავალს და სახელმწიფოს ნუ აქცევთ ერთეულების შავი ფულის  გასარეცხ კარტელად. წადით არჩევნებზე და ხმა მიეცით ევროპულ მომავალს. 

დატოვეთ კომენტარი