ახალი ამბები

“ქართული ოცნება” გაბრაზებული ხალხის გულის მოგებას კონცერტებით ცდილობს – გელა შარვაშიძე

ქართული ოცნება” გაბრაზებული ხალხის გულის მოგებას კონცერტებით ცდილობს, – ასე ეხმაურება კოალიციის “ძლიერი საქართველოსთვის” გორის საარჩევნო შტაბის უფროსი გელა შარვაშიძე მმართველი გუნდის მხარდამჭერ კონცერტს.

შარვაშიძის თქმით, ასეთი ღონისძიებები ამომრჩევლის მოსყიდვას ემსახურება.

მმართველი პარტიის კარგად ნაცადი მეთოდია, ამომრჩევლის მოსყიდვის მიზნით. წინასაარჩევნოდ სახელმწიფო რესურსების ხარჯვა. “ქართული ოცნება” ცდილობს გაბრაზებული ამომრჩევლების გულის კონცერტებით მოგებას, თუმცა ხალხს არჩევანი უკვე გაკეთებული აქვს და რუსულ ხელისუფლებას 26 ოქტომბერს გასცემს პასუხს“, – ამბობს შარვაშიძე.

ინფორმაციისთვის, 4 სექტემბერს “ქართული ოცნების” მხარდამჭერი კონცერტი ამჯერად გორში იმართება. პარტია მუსიკალური ღონისძიებების მოწყობას მთელი ქვეყნის მასშტაბით აპირებს. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.