ახალი ამბები

28 წლის ბიჭის მკვლელობაში ბრალდებულები ამბობენ, რომ დანაშაული გაზრახ არ ჩაუდენიათ

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ზღუდერში 28 წლის მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებულებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. 

სხდომა გორის რაიონულ სასამართლოში გაიმართა, სადაც მოსამართლემ ბრალდებულების სიტყვაც მოისმინა. 

“განზრახ მკვლელობა არ იყო – აბუჩად ამგდები ქირქილით გამომიყვანა წყობიდან, სტრესმა განაპირობა ეს ყველაფერი, არ მქონდა განზრახული მკვლელობის ჩადენა”, – განაცხადა პროცესზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა, ემზარ ბედოშვილმა. 

ბრალდების მხარის განმარტებით, ბრალდებულებმა მოკლულს ჯერ დაზიანებები მიაყენეს, შემდეგ კი გაგუდეს. 

“ემზარ მედოშვილმა ძირს წააქცია ნიკოლოზ (ღვიანიაშვილი) ჯოხთაბერიძე, მიაყენა დაზიანებები, რა დროსაც ელგუჯა მედოშვილი იჭერდა, რომ წინააღმდეგობა ვერ გაეწია მოკლულს, იმავდროულად ემზარ მედოშვილმა ხელები კისერზე მოუჭირა და დაახრჩო ნიკოლოზ ჯოხთაბერიძე”. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.