ქარელის მუნიციპალიტეტის გვერძინეთის, ავლევის და საციხურის სკოლებს წელს პირველკლასელი მოსწავლე არ ეყოლება, – უთხრა “მოზაიკას” ქარელის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა,
მარიკა საზანდრიშვილის თქმით, ჯამში სამივე სკოლაში 59 მოსწავლე ირიცხება.
“გვერძინეთის და ავლევის სკოლები საბაზისოა, ხოლო საციხურის სკოლა – საჯარო. გვერძინეთის სკოლაში 7 მოსწავლე ირიცხება, ავლევის სკოლაში – 15, ხოლო საციხურში – 37 მოსწავლე”.
რესურსცენტრის უფროსის ინფორმაციით, სკოლებს დახურვა არ ემუქრებათ.
ინფორმაციისთვის, ქარელის მუნიციპალიტეტის 36 სკოლაში წელს 554 პირველკლასელი დარეგისტრირდა.
დატოვეთ კომენტარი