ხაშურში. ბორჯომის ქუჩაზე ერთი თვის წინ დაგებული გზა დაზიანდა. როგორც ადგილობრივების თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება შესრულებული სამუშაოების ხარისხით არ ინტერესდება.
“არა აქვთ შემოწმების უნარი. რომ დაამთავრებს სამუშაოებს, უნდა შემოწმდეს, როგორი ხარისხით დაიგო საფარი და ფულიც ისე უნდა გადაუხადონ, მაგრამ უპატრონო ქალაქში ვცხოვრობთ“, – ამბობს თინა გრძელიშვილი.
დაზიანებული გზის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტმა ზაზა მეხრიშვილმა გაავრცელა. როგორც ხაშურელები ამბობენ, ამ ქუჩაზე გზას წვიმის დროს აგებდნენ.
“წვიმაში უყვართ მაგათ მუშაობა. სმს რომ მოვიდა, ამინდი გაუარესდებაო, ხიდგადაღმა მაშინ დაიწყეს ასფალტის დაგება. ისეთი წვიმა იშვუათად მინახავს, მაშინ რომ იყო“, – აღნიშნავს მარი გელაშვილი.