ხაშურისა და გორის მერიები 100%-იანი გრანტის მქონე სტუდენტებს დააჯილდოებენ.
დაინტერესებულმა პირებმა მერიაში უნდა წარმოადგინონ გორის მერიაში:
- განცხადება;
- პირადობის მოწმობის ასლი;
- დაბადების მოწმობის ასლი;
- ცნობა გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის შესახებ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან (რეესტრი);
- სწავლის დამადასტურებელი ცნობა საჯარო ან კერძო სკოლიდან;
- ცნობა სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან 100%-იანი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების შესახებ;
- საბანკო ანგარიშის ნომერი.
უწყების ცნობით, დოკუმენტაციის წარდგენის ვადა 2 ოქტომბრის ჩათვლით.
ხაშურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა სტუდენტებმა დოკუმენტები უნდა წარადგინონ მერიის, განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურში 19 სექტემბრის ჩათვლით:
- პირადობის მოწმობის ასლი;
- სწავლის დამადასტურებელი ცნობა საჯარო ან კერძო სკოლიდან;
- შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული ცნობა 100%იანი სახელმწიფო გრანტის მოპოვების შესახებ.
დატოვეთ კომენტარი