გორის მერიას ყველაანთუბანში დასასვენებელი კომპლექსის მოწყობაზე თანხმობის თხოვნით გერმანიაში მოღვაწე ქართველმა ბიზნესმენმა მიმართა.
ლევან ლეხლაითნერს სურს მოაწყოს “არყიანი შალე რეზორტ და სპა“, რომელიც მოიცავს რესტორანს, სასტუმროს, საბავშვო მოედანს, საკონფერენციო დარბაზს, ხელოვნურ ტბას, შალას, ღია და დახურული საცურაო აუზებს.
ბიზნესმენის სურვილები გორის მერიასთან მისმა წარმომადგენელმა, პარმენ ბრეგვაძემ წარადგინა. გორის მერიამ კი აღნიშნული საკითხი განსახილველად საკრებულოს გადაუგზავნა.
აღნიშნული საკითხი გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბიუროს პირველ სხდომაზე უკვე განიხილეს, საბოლოო გადაწყვეტილებას კი საკრებულოს მორიგ სხდომზე მიიღებენ, რომელიც 13 სექტებმერსაა ჩანიშნული.
როგორც ცნობილია, გორის მუნიციპალიტეტს ამ დრომდე არ შეუმუშავებია გენერალური განვითარების გეგმა, რის გამოც აღნიშნულ ტერიტორიაზე ადგილობრივ ხელისუფლებას რაიმე მშნებლობა ან პროექტი დაგეგმილი არ აქვს.