გორში, ჯორბენაძის ქუჩის რეაბილიტაცია იგეგმება. სამუშაოებისთვის გორის მერია 735 000 ლარის დახარჯვას აპირებს.
ტენდერში მხოლოდ ერთი კომპანია, შპს “იბოლია” მონაწილეობდა, რომელიც მერიამ გამარჯვებულად გამოაცხადა.
სატენდერო პირობების მიხედვით, სამუშაოებისთვის გათვალისწინებული თანხის ნაწილს კომპანია ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღის ვადაში მიიღებს, ხოლო დარჩენილ თანხას 2025 წლის 1 იანვრიდან 60 დღის ვადაში.
შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 3 წელია.
ინფორმაციისთვის, აღნიშნულ ქუჩაზე გაზმომარაგების კომპანიამ მილები მიწის ქვეშ მოაქცია, რის გამოც გზის საფარი დაზიანდა.
დატოვეთ კომენტარი