ახალი ამბები

ქარელის საბავშვო ბაღებში სწავლა 16 სექტემბერს დაიწყება

ქარელის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სწავლა 16 სექტემბერს დაიწყება. როგორც ბაღების გაერთიანების მმართველმა გვითხრა, მუნიციპალიტეტში არის ბაღები, რომელთა მშენებლობა-რეაბილიტაციაც სააღმზრდელო პროცესის დაწყებამდე ვერ სრულდება. 

ქარელის მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის 6 საბავშვო ბაღის მშენებლობა რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ესენია წვერის, ბრეთის, დვანის, ურბნისის, ქარელის და რუისის პირველი საბავშვო ბაღები“, – გვითხრა ნინო მეზვრიშვილმა. 

მისი თქმით, დვანელი ბავშვები – დირბის საბავშვო ბაღში, რუისის პირველი საბავშვო ბაღის აღსაზრდელები კი რუისის მეორე საბავშვო ბაღში ივლიან. 

წვერში ახლი საბავშვო ბაღი შენდება და ისევ ძველ ფართში დარჩებიან ბავშვები, სანამ ახალი აშენდება. იგივე ვუთარებაა ბრეთის და ურბნისის ბაღებშიც. ქარელში კი სულ ახალი შენდება და აქ ბავშვები ჯერ არ გვყავს”, – განმარტავს მეზვრიშვილი. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი