ახალი ამბები

“ეს კონცერტი აჩვენებს, როგორ იყენებს “ქართული ოცნება” ფინანსურ და ადმინისტრაციულ რესურსს”

ტიპიური მაგალითია, თუ რამდენად ეწყობა ხელი სახელისუფლო პარტიას ფინანსური თუ ადმინისტრაციული კუთხით, – ასე ეხმაურება პარტიის “გახარია საქართველოსთვის” წევრი ქარელში “ქართული ოცნების” მხარდასაჭერად გამართულ კონცერტს. 

როგორც ვასიკო ბაქრაძე ამბობს, კონცერტის მასშტაბურობის უზრუნველსაყოფად, მერის წარმომადგენლებს ხალხის მობილიზება ჰქონდათ დავალებული. 

ეს არის პირდაპირი გაგებით ადმინისტრაციული რესურსი ბოროტად გამოყენება. მივესალმები, რომ ახალგაზრდეს ქონდეთ საშუალება თავიანთ ქალაქში მოუსმინონ მომღერლებს, რადგან ყველას არ აქვს საშუალება თბილისში წასვლის, თუმცა ეს არ უნდა ხდებოდეს მხოლოდ წინასაარჩევნოდ და პარტიული გამორჩენის მიზნით. ჩვენ რომ ჩავატაროთ კონცერტი, იქ მოსულ ყველა ახალგაზრდას დევნას დაუწყებენ“, – უთხრა “მოზაიკას” ბაქრაძემ. 

შეგახსენებთ, რომ ქარელში “ქართული ოცნების” მხარამჭერ კონცერტში მარიკა თხელიძე, რომა რცხილაძე, მარიამ მამისმედიშვილი, რეზო და ბავშვები მონაწილეობენ. მმართველი პარტია მსგავსი ღონისძიებების მოწყობას ქვეყნის მასშტაბით გეგმავს. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი