გორის მუნიციპალურმა ინსპექციამ 18 ცალი ფოტოხაგანგი იყიდა.
10 ფოტოხაფანგი სააგენტომ 23 აგვიტოს შეიძინა შპს – გან “კომუნიკომი”, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 7000 ლარი გადაუხადა.
მანამდე კი, 8 ფოტოხაფანგი ამავე კომპანიისგან შეიძინა, რაშიც 5600 ლარი გადაიხადა.
“ფოტოხაფანგები განთავსდება გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, კონკრეტული ლოკაციები ჯერ დადგენილი არ არის, თუმცა ისინი განთავსდება სხვასხვა ადამინისტრაციული სამართალდარღვევების გამოსავლენად”, – განმარტეს გორის მერიაში.
სააგენტომ აღნიშნული შესყიდვები პირდაპირი წესით განახორციელა და საერთო ჯამში 12 600 ლარი გადაიხადა.
დატოვეთ კომენტარი