ახალი ამბები

გვეძლევა შანსი, გვქონდეს ევროპული ხელფასი, პენსია, განათლება – ანი ბალიაშვილი არჩევნებზე

ოქტომბრის არჩევნებით საქართველო სამუდამოდ აირჩევს ისტორიულ, დასავლური განვითარების გზას, – მბობს გორის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ანი ბალიაშვილი.

ბალიაშვილის თქმით, ეს არის ისტორიული არჩევნები, რომელიც ქვეყნის მომავალს განსაზღვრავს

ოქტომბრის არჩევნებით საქართველო სამუდამოდ აირჩევს ისტორიულ – დასავლური განვითარების გზას და უარს ეტყვის კორუმპირებულ, მოღალატე რუსულ ხელისუფლებას. 26 ოქტომბერი უახლესი ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღია იმ თვალსაზრისით, რომ წინა თაობების მიერ დაწყებული ბრძოლა ბოლომდე მივიყვანოთ და საქართველო გახდეს ნატოს და ევროკავშირის წევრი. ამ არჩევანით გვეძლევა შანსი, გვქონდეს ევროპული ხელფასი, ევროპული პენსია, ევროპული განათლება და ჯანდაცვის სისტემა“, – აცხადებს ბალიაშვილი.

ენმ-ს წევრებმა მოსახლეობასთან შეხვედრები უკვე დაიწყეს. როგორც პარტიაში ამბობენ, ისინი მოქალაქეებს საკუთარ ხედვებს საჯარო შეხვედრების გარდა, კარდაკარის ფორმატშიც აცნობენ. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.