ახალი ამბები

ავარია გორში – დაშავდა მოტოციკლის მძღოლი

გორში, აღმაშენებლის გამზირზე ვარია მოხდა.

თვითმხილველების ცნობით, დაშავდა მოტოციკლის მძღოლი. 

“მოტოთი იყო ერთი ბიჭი და სადღაც, პირველ სკოლასთან დაიმტვრა. პატრულიც იყო მოსული”, – უთხრეს “მოზაიკას”. 

დაშავებული სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანა.

“მკურნალობა უტარდება, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა“, – გვითხრეს კლინიკაში.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.