ქარელის მუნიციპალიტეტის დაბა აგარაში ავტობანიდან დაბაში ჩამოსასვლელი სამანქანო გზის გაკეთებას ითხოვენ.
“აგარას არ აქვს ავტობანიდან ჩამოსასვლელი, არც გვირაბია გამართული, რითიც ავტობანის მეორე მხარეს მოხვდები“, – გვითხრა ზურა ჩერქეზიშვილმა.
მისი ინიციატივით, ადგილობრივებმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს.
“გუშინ შევხვდი მოსახლეობას და გამოხატეს იგივე სურვილი. იმედია, მუნიციპალიტეტის მერი დადებითად გადაწყვიტავს საკითხს“, – გვითხრა ჩერქეზიშვილმა.
აგარის ტერიტორიული ორგანოში მერის წარმომადგენლის თემურ ხმალაძის თქმით, ამ პრობლემის შესახებ ჯერ ინფორმაცია არ აქვს.
“საკითხს ზედაპირულად ვიცნობ, ჩემთან ამ საკითხზე სასაუბროდ ჯერ არავინ მოსულა. არ ვიცი, როგორ მოგვარდება ეს საკითხი, ყველაფერზე შეჯერება გვჭირდება“, – გვითხრა თემურ ხმალაძემ.
ადგილობრივები ხელმოწერების წარდგენას მერიაში აპირებენ.