ახალი ამბები

გორის განვითარების სააგენტო თანამშრომლებისთვის სპეცტანსაცმელს ყიდულობს 

გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტო იმ თანამშრომლებისთვის, რომლებიც დაცულ ტერიტორიებზე მუშაობენ, სპეცტანსაცმელს ყიდულობს.

“ვყიდულობთ ზამთრის სეზონის სპეცტანსაცმელსაც, რომელიც რეინჯერებისთვისაა განკუთვნილი”, – გვითხრეს სააგენტოში.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სააგენტო ძირითადად თბილი სამოსის შეძენას აპირებს. კერძოდ, შერჩეულმა კომპანიისგან რეინჯერებისთვის იყიდიან:

  • 31 ცალ მაისურს გრძელი სახელურით;
  • 35 ცალ მაისურს მოკლე სახელოთი;
  • 16 ცალ ხაკისფერ პულოვერს;
  • 16 ცალ ხაკისფერ პერანგს;
  • 20 ცალ გრძელ და საწვიმარ ლაბადას;
  • 35 ცალ შარვალს;
  • 15 ცალ თბილ და ხაკისფერ ქუდს:
  • 40 ცალ კეპს;
  • 16 ცალ ზამთრის ქურთუკს, კაპიშონით;
  • 16 ცალ ზაფხულის ქურთუკს;
  • 16 ცალ ჟილეტს;
  • 260 ცალ ინსიგნიას;
  • 15 ცალ შარვალს, კლასიკური სტილის;
  • 16 ცალ ქამარს;

სააგენტოს მიერ გამოცხადებული ტენდერი უკვე კომპანიის შერჩევა-შეფასების ეტაპზეა. სააგენტოს სამოსის შესაძენად 25 440 ლარი აქვს გათვალისწინებული.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.