ახალი ამბები

ხაშურის საბავშვო ბაღების მმართველი ფინეთში განათლების ფორუმზე მიიწვიეს

ხაშურის საბავშვო ბაღების გაერთიანების მმართველი ფინეთში საერთაშორისო განათლების ფორუმზე გაემგზავრება. როგორც ლელა გელაშვილი ამბობს ფორუმზე მისი მიწვევის მიზეზი ის პროექტებია, რომლებიც მუნიციპალურ ბაღებში მისი ინიციატივით განხორციელდა. საუბარია პროექტებზე “დირექტორების როტაცია”, “მშობელთა კლუბები” და “მშობლები მშობლებისთვის”.

პროექტი “დირექტორების როტაცია”  2 თვე გაგრძელდა და გულისხმობდა საბავშო ბაღის დირექტორების გადანაცვლებას. მისი მიზანი იყო დიდი და პატარა ბაღის დირექტორების შეცვლა, მათი გამოცდლიების სხვა ბაღში გადატანა და იქ დანერგვას. ამ პროექტმა დიდი შედეგი მოგვცა და მთელ საქართვლოში დიდი დაინტერესება გამოიწვია“, – გვითხრა გელაშვილმა. 

რაც შეეხება მშობლების გააქტიურების მიზნით გახორციელებულ პროექტებს, როგორც გელაშვილი ამბობს, ამ გზით მათ გაზარდეს ბაღების საქმიანობაში აღსაზრდელდა ოჯახის წევრების ჩართულობა. 

“კლუბის წევრი მშობლები ბაღების ყველა კომპონეტში არიან ჩართულები. მაგალითად, კლუბში მშობლები მშობლებისთვის” გაერთიანებულები არიან  სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების მშობლები და აქაც უპრეცედენტო ჩართულობაა. ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ, აძლიერებენ ერთმანეთს ,ცნობიერებას უმაღლებენ. ასევე, გეგმავენ საინფორმაციო კამპანიებს და შეხვედრებს”.

ფინეთში ფორუმი 9-11 სექტემბერს გაიმართება და ვიზიტის მიზანი, ადრეული განათლების დაწესებულებების მართვის ფინური გამოცდილების გაზიარება იქნება. როგორ გელაშვილი ამბობს, მონაწილეები თანამედროვე, საერთაშორისოდ აქტუალურ საკითხებს გაეცნობიან და ადრეული განათლების კვლევის ცენტრს დაათვალიერებენ. 

დატოვეთ კომენტარი