ახალი ამბები

მოხისის სკოლის მოსწავლეები ახალ სასწავლო წელს ისევ ფცის სკოლაში დაიწყებენ

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხისის საჯარო სკოლის 178 მოსწავლე ახალ სასწავლო წელს ისევ ფცის სკოლაში დაიწყებს, – უთხრა “მოზაიკას”  ქარელის რესურსცენტრის უფროსმა მარიკა საზანდრიშვილმა მოგვაწოდა.

წერილი მოგვივიდა განათლების სამინისტროდან, სკოლა დაიცალოს კონტიგენტისგან, რადგან ამ სკოლაში რეაბილიტაცია იწყებაო. ჩვენ სკოლის დაცლა არ მოგვიწევს, რადგან უკვე მესამე წელია, ისედაც მოხისის სკოლის მოსწავლეები ახალ სასწავლო წელს სხვა სკოლაში ხვდებიან“, – ამბობს საზანდრიშვილი. 

რესურსცენტრის უფროსის თქმით, სამინისტროს წერილში სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყების თარიღი მითითებული არ არის. 

ამავე თემაზე: ვაყის და მოხისის სკოლების ამბავი 2 წელია ვერ გადაწყდა – ახალი სკოლის მოლოდინში 400-მდე მოსწავლეა

დატოვეთ კომენტარი