გორის მე-11 საჯარო სკოლის მოსწავლეები ახალ სასწავლო წელს გორის მე-6 საჯარო სკოლაში დაიწყებენ.
“ჩვენ აქამდე ვიყავით მე-5 საჯარო სკოლაში და ახლა გადავალთ მე-6 სკოლაში და სწავლას მეორე ცვლაში გავაგრძელებთ“, – ამბობს სკოლის დირექტორი ლეილა ღვინიაშვილი.
ღვინიაშვილის ინფორმაციით, მე-11 სკოლის მშენებლობა დახლოებით 10 დღის წინ განახლდა და სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.
“დაახლოებით 10 დღეა, რაც ინტენსიურად მიმდინარეობს სამუშაოები. ამ ეტაპისთვის არის საძირკველი და შემდგომი დაშენება. სამუშაოები ამ კომპანიამ 2025 წლის სექტემბერში უნდა დაასრულოს. სავარაუდოდ, თუ ასე გაგრძელდა, შემდეგ სასწავლო წელს ახალ სკოლაში შევხვდებით“, – განმარტავს დირექტორი.
შეგახსენებთ, რომ ახალი სკოლის ასაშენებლად სამუშაოები 2022 წლის სექტემბერში დაიწყო.