ახალი ამბები

ხიდისთავში სპორტული დარბაზის მოსაწყობად 600 000 ლარზე მეტი დაიხარჯება

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში ყოფილი კლუბის შენობაში კრივის და ჭიდაობის დარბაზი მოეწყობა, რისთვისაც  634 000 ლარი დაიხარჯება.

საკრებულოს წევრის, ვანო ნონიკაშვილის თქმით, სამუშაოები უკვე დაწყებულია და შენობის რეაბილიტაციის დასრულება 2025 წლის მარტის ბოლოს იგეგმება.

ერთ კვირაზე მეტია მიმდინარეობს კლუბის შენობის რეაბილიტაცია, სადაც მოეწყობა კრივის და ჭიდაობის სპორტული დარბაზი. პროექტი გარდამავალია და მომდევნო წლის მარტში დასრულდება“, – ამბობს ნონიკაშვილი.

პროექტი “სამოქალაქო ბიუჯეტის” პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები