ახალი ამბები

ხაშურში საქალაქო კულტურის სახლის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება – მერია 

ხაშურში საქალაქო კულტურის სახლის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება, – ამის შესახებ ინფორმაციას ხაშურის მერია ავრცელებს. 

უწყების ცნობით, ამ ეტაპზე სრულდება როგორც დარბაზის, ასევე, კულისებისა და ადმინისტრაციული ოთახების მოწყობა.

დარბაზში სრულდება თანამედროვე ტიპის გახმოვანების და განათების სისტემების მონტაჟი შესაბამისი აკუსტიკით. მოწესრიგდა წყლის და კანალიზაციის სისტემები, მოეწყო გათბობა. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ხაშურის საქალაქო კულტურის სახლი ათწლეულების განმავლობაში არ გარემონტებულა, რეაბილიტაციის პროცესი შეფერხებით მიმდინარეობდა, თუმცა, ამ ეტაპზე პროექტი გეგმიურად სრულდება. საქალაქო კულტურის სახლის რეაბილიტაციის შემდგომ ხაშურის მუნიციპალიტეტის კულტურული ცხოვრება ახალ დატვირთვას შეიძენს“, – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ამავე თემაზე: “ძველი მასალით აკეთებენ” – როგორ მიმდინარეობს ხაშურის კულტურის სახლის რეაბილიტაციის 2-მილიონიანი პროექტი

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.