ახალი ამბები

“წელს სწავლა მეჯვრისხევის და ბერშუეთის რეაბილიტირებულ სკოლებშიც დაიწყება”

წელს სწავლა მეჯვრისხევის და ბერშუეთის რეაბილიტირებულ სკოლებშიც დაიწყება“, – ამის შესახებ “მოზაიკას” გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა უთხრა. 

გია ბერძნიშვილის თქმით, ორივე სკოლის შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. 

“ამ ეტაპზე მთლიანად არის რეაბილიტირებული მეჯვრისხევის და ბერშუეთის საჯარო სკოლა. ორივე სკოლა მთლიანად გაკეთებულია”. 

შეგახსენებთ, რომ მეჯვრისხევის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია 2021 წელს დაიწყო. შპს “სქაიჰაისთან” დადებული ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოები 2022 წლის დეკემბერში უნდა დასრულებულიყო, თუმცა ხელშეკრულებაში ცვილილება 6-ჯერ შევიდა და სამუშაოები ოფიციალურად ამ დრომდე არ დასრულებულა. 

რაც შეეხება ბერშუეთის საჯარო სკოლას, მისი რეაბილიტაცია 2023 წელს დაიწყო და სამუშაოები 2024 წლის გაზაფხულზე უნდა დასრულებულიყო.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.