“ლადო არის საუკეთესო კანდიდატი, ვინც კი დასახელდა”, – ასე ეხმაურება გორის მერის მოადგილე “ქართული ოცნების” დელეგატად ვლადიმერ ხინჩეგაშვილის წარდგენას.
როგორც თამაზ შიოშვილი ამბობს, ხინჩეგაშვილი ძალიან აქტიური და ყველა მიმართულებით წარმატებული კანდიდატია.
“ლადო არის საუკეთესო კანდიდატი ვინც კი დასახელდა. მე ძალიან კარგად ვიცნობ ლადოს, არის ძალიან აქტიური, კარგი ინოვაციები აქვს ყოველთვის. თავისი ავტორიტეტით, კავშირებით ბევრს გააკეთებს ამ ორი მუნიციპალიტეტისთვის. ადამიანი ნებისმიერ მიმართულებაში როდესაც ხარ წარმატებული, სხვა დანარჩენ საკითხებსაც ძალიან კარგად გაართმევ თავს“, – განმარტა შიოშვილმა.
ინფორმაციისთვის, “ქართულმა ოცნებამ” გორი-კასპის საარჩევნო ოლქში პარტიის დელეგატად გორის მუნიციპალიტეტის მოქმედი მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი წარადგინა. ხინჩეგაშვილი რეგიონში საარჩევნო კამპანიას გაუძღვება.