ახალი ამბები

გორის საბავშვო ბაღები ახალ სააღმზრდელო წელს 16 სექტემბრიდან დაიწყებენ

გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 16 სექტემბრიდან განახლდება. როგორც “მოზაიკას” სკოლამდელი აღზრდის საააგენტოში უთხრეს, წელს რეგისტრირებულია 1000-მდე აღსაზრდელი. 

ონლაინ რეგისტრაციამ და საბუთების შემოტანის პროცესმაც გაიარა. უკვე 16 სექტემბრიდან დავიწყებთ ახალ სააღმზრდელო წელს. ქალაქში 500- მდე ბავშვი დარეგისტრირდა, ხოლო სოფლებში 450-მდე. ბაღები მზად არიან სააღმზრდელო წლის დასაწყებად“, – გვითხრეს სააგენტოში.

აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტში ორი ახალი ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს, რომლებიც ახალი სააღმზრდელო წლისთვის უნდა დასრულდეს.

“ვარიანის და ფლავისმანის ბაღების მშენებლობა დასრულებულია. ამ ეტაპზე ტარდება კოსმეტიკური ხასიათის სამუშაოები. პარალელურად, მიმდინარეობს შინდისისა და ტირძნისის საბავშვო ბაღების რეაბილიტაციის პროცესი. ასევე, ტარდება ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები, რათა ახალი სააღმზრდელო წლიდან, პატარებს კიდევ უფრო კეთილმოწყობილი და უსაფრთხო გარემო დახვდეთ.“ – განმარტავენ სააგენტოში.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები