კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი ახალ სასწავლო წელს დაიწყება, – ამ ინფორმაციას საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, პროექტი შენობის სრულ რეაბილიტაციას და საგანმანათლებლო სივრის სხვადასხვა რესურსებით აღჭურვას გულისხმობს.
“პროექტის დასრულების შედეგად, საჯარო სკოლაში საგანმანათლებლო სივრცეების პარალელურად იფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სააქტო დარბაზი, ექიმის კაბინეტი და რესურსოთახი. ასევე, ღია და დახურული სპორტული ინფრასტრუქტურა და რეკრეაციული სივრცეები. სკოლა ადაპტირებული იქნება სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის. უზრუნველყოფილი იქნება უსაფრთხოების სისტემებით, შესაბამისი ინვენტარითა და ტექნიკით“, – ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ახალქალაქის სკოლა 300 მოსწავლეზე იქნება გათვლილი.