“რადგან დელეგატობას დათანხმდა, ესე იგი სურს პარლამენტში ყოფნა”, – უთხრა “მოზაიკას” ეკატერინე დუგლაძემ, რომელიც ქარელი-ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელობს.
მისივე თქმით, “ქართული ოცნების” მიერ ზაალ დუგლაძის დელეგატად დასახელება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მოხდა.
“ეს გუნდის საერთო გადაწყვტილებით მოხდა. ზაალ დუგლაძეს მოსახლეობამ გამოუცხადა ნდობა და შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათ გაუმართლათ, ისევ ის რომ დაასახელეს მათ წარმომადგენლად პარლამენტში. არც იმაში უნდა შეეპაროს ვინმეს ეჭვი, რომ ის კვლავ გაიმარჯვებს“, – ამბობს ბიუროს ხელმძღვანელი.
შეგახსენებთ, რომ “ქართულმა ოცნებამ” ქარელი-ხაშურის საარჩევნო ოლქში დელეგატად ზაალ დუგლაძე წარადგინა.
ინფორმაციისთვის, ბიძინა ივანიშვილის ძმის ბიზნესპარტნიორი და ქარელი-ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატი ზაალ დუგლაძე ერთ-ერთია, ვინც “რუსული კანონს” მხარი დაუჭირა. ის “ქართული ოცნების” აქტიური შემწირველი, პარლამენტში მოხვედრის შემდეგ კი, პარტიის ინიციატივების ერთგული მხარდამჭერია.
ამავე თემაზე: რა ქონება დააგროვა ზაალ დუგლაძემ “ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში?