ახალი ამბები

“10 წელია ტურისტული სოფელი უფლისციხე კანალიზაციაში იხრჩობა” – ანი ბალიაშვილი

“10 წელია ტურისტული სოფელი უფლისციხე კანალიზაციაში იხრჩობა” – ამბობს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ანი ბალიაშვილი. 

გორის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი პრობლემას ადგილზე გაეცნო და სოციალურ ქსელში ვითარების ამსახველი ვიდეო მასალაც გამოაქვეყნა. 

10 წელია ეს სიტუაციაა. სულ დავდივართ, სულ ვჩივით, მაგრამ არაფერი კეთდება, მხოლოდ დაპირებები გვესმის. საშინელი სუნი დგას დღეც და ღამეც. ბავშვებიც ცხოვრობენ აქ და ამ პირობებში იზრდებიან“, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი ბალიაშვილის მიერ გავრცელებულ ვიდეოში. 

ენმ-ის წევრი თქმით, შეუსრულებელ დაპირებებსა და მოუგვარებელ პრობლემებზე პასუხს ხელისუფლება 26 ოქტომბერს მიიღებს.

“10 წელია ტურისტული სოფელი უფლისციხე კანალიზაციაში იხრჩობა. ბავშვები იწამლებიან. ამ დროს კი მერია რუსულ ატრაქციონებს ამონტაჟებს ანტისანიტარიის მოგვარების ნაცვლად. 26 ოქტომბერი რეალური შანსია,ამოვიდეთ ჭაობიდან პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით”, – აცხადებს ბალიაშვილი. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.