74 წლის ტაქსის მძღოლის მკვლელობისთვის დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალი წარუდგნეს.
გორის რაინულ სასამართლოში ბრალდების მხარემ მოსამართლეს პატიმრობის შუამდგომლობით მიმართა, სასამართლომ მოთხოვნა დააკმაყოფილა.
“არასრულწლოვან გ.ყ-ს წარედგინა ბრალდება სსკ-ს 108-ე მუხლით, რაც ნიშნავს განძრახ მკვლელობას და მისი ასაკის მხედველობაში მიღებით, ითვალისწინებს 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. ბრალდების მხარემ სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით, აღკვეთი ღონისძიების სახით, პატიმრობის გამოყენების თაობაზე, სასამართლომ დააკმაყოფილა ეს შუამდგომლობა”, – განაცხადა პროკურორმა.
შეგახსენებთ, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტში 74 წლის კაცის მკვლელობისთვის დაკავებულია არასრულწლოვანი. გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
ამავე თემაზე: ხაშურის მუნიციპალიტეტში 14 წლის არასრულწლოვანი მკვლელობის ბრალდებით დააკავეს