ახალი ამბები

როგორი იქნება სკვერი მეჯვრისხევში, რომლის მოწყობისთვის 194 439 ლარი დაიხარჯება – ფოტოები 

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში სკვერი ეწყობა. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “რენესანსი 2020“ ასრულებს, რომელსაც სკვერის მოწყობისთვის გორის მერია 194 430 ლარს გადაუხდის. 

ამ დროისთვის, მიმდინარეობს ტერიტორიის მოსწორების სამუშაოები, რის შემდეგაც უნდა მოეწყოს ქვესაგები ფენა და შემდეგ დეკორატიული ფილები ქვიშა-ცემენტის საფუძველზე. სათამაშო და ახალ სპორტულ მოედანზე დაიგება კაუჩუკი რკინა ბეტონის საფუძველზე. სკვერი უნდა შემოიღობოს მთლიან პერიმეტრზე ლითონის ღობით.

პროექტის მიხედვით, სკვერში დამონტაჟდება  სკამები, სანაგვე ურნები, სათამაშო და სპორტული მოწყობილობები.

“გათვალისწინებული ყველა ის აუცილებელი მოწყობილობა, რომელიც უზრუნველყოფს მცირე წლოვანი ბავშებისა და მოზარდების გართობას, სპორტულ აქტივობას საშუალო ასაკიდან. ასევე შექმნილია დასავენებელი სივრცეები მაგ. სკამები, საჩრდილობელიანი სკამები”, – ნათქვამია დოკუმენტაციაში.

“მოზაიკა” გთავაზობთ ფოტოებს, როგორი იქნება სკვერი სამუშაოების დასრულების შემდეგ: 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.