ახალი ამბები

“გორი არ უნდა იყოს ქალაქი, რომელსაც არ გააჩნია არანაირი განვითარების გეგმა” – ლევან ცუცქირიძე 

“გორი არ უნდა იყოს ქალაქი, რომელსაც არ გააჩნია არანაირი განვითარების გეგმა”, – განაცხადა “თავისუფლების მოედნის” დამფუძნებელმა, ლევან ცუცქირიძემ გორში ადგილობრივებთან შეხვედრისას. 

ცუცქირიძის თქმით, აუცილებელია რეგიონების განვითარება და მოქალაქეებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნა როგორც სოფლად, ისე ქალაქად. 

ჩვენი ბედისწერა არ არის იმ პირობებში ცხოვრება, რომელშიც ახლა ჩვენ ვცხოვრობთ, გორი არ უნდა იყოს ქალაქი, რომელზეც არავინ არ იცის, როგორი იქნება ხუთი წლის შემდეგ, რომელსაც არ გააჩნია არანაირი განვითარების გეგმა, სადაც წყალი წყდება, მაგრამ თუ მოდის, მოდის დაბინძურებული და ჯანმრთელობისთვის მავნებელი. გორის გარშემო დასახლებები, განსაკუთრებით საოკუპაციო ხაზთან, არ უნდა იყოს ისეთი, სადაც ამბულატორია არ არის, სადაც ბიბლიოთეკა არ არის, საბავშვო ბაღი, ნორმალური მუნიციპალური ტრანსპორტი, სადაც ადამიანებს არ შეუძლიათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა“, – განაცხადა ცუცქირიძემ. 

“თავისუფლების მოედნის” დამფუძნებელი გორის მოსახლეობას კოალიციის “ძლიერი საქართველო” ლიდერებთან ერთად შეხვდა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.