ახალი ამბები

ხაშურის მუნიციპალიტეტში 14 წლის არასრულწლოვანი მკვლელობის ბრალდებით დააკავეს 

ხაშურის მუნიციპალიტეტში 14 წლის მოზარდი სამართალდამცავებმა დააკავეს. 

როგორც ირკვევა გამოძიება დაკავებულ არასრუწლოვანს 74 წლის მამაკაცის მკვლობაში ადანაშაულებს.  შსს ცნობით, პოლიციამ შ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა. 

არსებული ინფორმაციით, მოკლული მამაკაცი ტაქსის მძღოლი იყო. 

“შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2009 წელს დაბადებული გ.ყ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, – ნათქვამია შსს- განცხადებაში. 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ხაშურის მუნიციპალიტეტში, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა 1950 წელს დაბადებულ ზ.ლ.- ს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად, დაჭრილი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

“სამართალდამცველებმა გ.ყ. ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს”, – ნათქვამია განცხადებაში. 

არსებული ინფორმაციით, მოკლული მამაკაცი ტაქსის მძღოლი იყო. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.