სტატიები

რა უნდა გავაკეთოთ, თუ არჩევნებზე დაკვირვება გვინდა?

მოქალაქეებს, ვისაც არჩევნებზე დაკვირვება სურს, პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები თანამშრომლობას სთავაზობენ.

| მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ არჩევნებს არასამთავრობო ორგანიზაციების სახელით დააკვირდნენ

გორში არსებული ორგანიზაციები მზად არიან მსურველებს ასწავლონ, რას გულისხმობს არჩევნებზე დაკვირვება და როგორ უნდა გახდნენ დამკვირვებლები.

მაგალითად “სამართლიანი არჩევნების” იურისტმა “მოზაიკას” უთხრა, რომ მათი ორგანიზაცია დაინტერესებულ პირებს ასწავლის დარღვევების აღრიცხვას, საჩივრების წერას და კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა იმ წესს თუ რეგულაციას, რომელთა დაცვაც აუცილებელია არჩევნების სამართლიანად და დემოკრატიულად ჩასატარებლად. 

იურისტის თქმით, ვისაც მათი ორგანიზაციის სახელით არჩევნებზე დაკვირვება სურს, აპლიკაცია უნდა შეავსოს.

ახლა ჩვენს ორგანიზაციას გამოცხადებული აქვს მიღება დამკვირვებლბზე, ეს ადამიანები არჩევნებზე ჩვენი სახელით იქნებიან წარმოდგენილი. რა თქმა უნდა, ჩავუტარებთ ტრენინგკურსს, სადაც შეისწავლიან დამკვირვებლის უფლებებს და საარჩევნო პროცედურებს. დამკვირვებლის შრომა იქნება ანაზღაურებადი ორგანიზაციის მხრიდან“, – ამბობს თეა თედლიაშვილი. 

რას სთავაზობენ არჩევნებზე დაკვირვების მსურველებს პოლიტიკური პარტიები?

ენმ-ის წარმომადგენელის, ანო ბალიაშილის თქმით, პარტიის კარი ღიაა ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც არჩევნებზე დაკვირვების სურვილი ექნება.

ყველას შეუძლია, ვისაც ეს სურს და მიაჩნია, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ყველა ხმა დასაცავია. ჩვენ დავეხმარებით გაიარონ ტრენინგკურსი და შეისწავლონ ყველა ის უნარ-ჩვევა რაც მათ არჩევნების დღეს გამოადგებათ. ჩვენი კარი ღიაა და ვისაც სურვილი აქვს ვთავაზობთ პროცესში ჩართვას“, – ამბობს ანო ბალიაშვილი.

ბალიაშვილის თქმით, პარტია თანამშრომლობს მოხალისეების ჯგუფთან და მათთან შეთანხმებულად მუშაობს არჩევნებში მოქალაქეების ჩართულობაზე.

“ვისაც პარტიული სტატუსი არ ენდომება, შეგვიძლია დავაკავშიროთ არასამთავრობო ორგანიზაციებთან. პარტიის ცენტრალური ოფისი თანამშრომლობს ჯგუფ “დააკვირდისთან” და მათთანაც კორდინირებულად ვაკეთებთ ყველაფერს”.

არჩევნებზე დამკვირვებლად რეგისტრაციაში დახმარებას მოქალაქეებს სთავაზობს კოალიცია “ცვლილებებისთვის”. როგორც კოალიციის წარმომადგენელი ლექსო ვალიაური ამბობს, საკუთარ რიგებში მიიღებენ ყველას, ვისაც მათ გვერდში დგომის და ამომრჩეველთა ხმების დაცვის სურვილი ექნება.

“ვისაც აქვს სურვილი შემოგვიერთდეს ჩვენ მზად ვართ მივიღოთ, ჩავსვათ დამკვირვებლად, კომისიაში გააჩნია რა ინტერესი ექება. ადამიანები, რომლებიც წინასააჩევნო კამპანიაშიც დაგვეხმარებიან სექტემბრიდან ავიყვანთ და დავუნიშნავთ ხელფასს, მათი შრომა იქნება ანაზღაურებადი”.

26 ოქტომბრის მოახლოებასთან ერთად, უფრო და უფრო აქტიურდება საუბარი არჩევნებში მოქალაქეთა მაქსიმალური ჩართულობის და ხმების დაცვის საჭიროებაზე. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.