გორის მუნიციპალიტეტის მერს, ვლადიმერ ხინჩეგაშვილის პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციის შემთხვევაში, თანამდებობის დატოვება მოუწევს.
იურისტები ამბობენ, რომ საარჩევნო კოდექსის თანახმად, ხინჩეგაშვილს კანდიდატად რეგისტრაციამდე, აღნიშნული ვალდებულება არ აქვს.
“გორის მერის პარლამენტის წევრის კანდიდატად რეგისტრაციის შემთხვევაში, ის ვალდებულია საარჩევნო კოდექსის თანახმად, არაუგვიანეს მეორე დღისა გადადგეს თანამდებობიდან”, – ამბობს თეა თედლიაშვილი, ორგანიზაციის “სამართლიანი არჩევნები” იურისტი.
როგორც ცნობილია, “ქართულმა ოცნებამ” ხინჩეგაშვილი გორი-კასპის საარჩევნო ოლქში დელეგატად დაასახელა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ის იქნება პარტიის პროპორციულ სიაშიც.
დატოვეთ კომენტარი